ახალი ამბები

30 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლის სპეცრეისები დაინიშნა – საგარეო

29 აპრილი, 2020 • 788
30 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლის სპეცრეისები დაინიშნა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით 6 სპეციალური რეისი დაინიშნა. ამ რეისებით საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნდებიან.

მათივე ინფორმაციით, Covid 19-ის პანდემიის გავრცელების პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ქვეყნის 8372 მოქალაქე დაბრუნდა. უწყება ასევე ამბობს, რომ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა 16 302 მოქალაქეს ადგილზე გაუწიეს დახმარება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ახლო მომავალში სპეციალური რეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
1 მაისი – ვენა-თბილისი
2 მაისი – პრაღა-ბათუმი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი