ახალი ამბები

პირველად გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია ახალ შემთხვევებზე – ეზუგბაია

29 აპრილი, 2020 • 1265
პირველად გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია ახალ შემთხვევებზე – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან უფრო მეტი გამოჯანმრთელება დადასტურდა, ვიდრე ახალი შემთხვევა.

ეზუგბაია ამბობს, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი, ეს რიცხვი 517 დადასტურებულ შემთხვევას აღწევს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ერთ დღეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათი რიცხვი სულ უდრის 168 ადამიანს.

„პირველად მოხდა, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულ რაოდენობებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია. ჩემი სურვილი იქნება, რომ ასე გაგრძელდეს“, – ამბობს ეზუგბაია ჟურნალისტებთან.

მისივე განმარტებით, დღეს Covid 19-გან კლინიკებში 349 პაციენტი მკურნალობს.


29 აპრილის [13:27 საათის]მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა სტატისტიკა ასეთია:

  • კᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ ᲓᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐ – 517
  • ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ – 168
  • ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲚᲘᲚᲘ – 6
  • ᲙᲐᲠᲐᲜᲢᲘᲜᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲨᲘ – 5153
  • ᲡᲢᲐᲪᲘᲝᲜᲐᲠᲨᲘ ᲛᲔᲗᲕᲐᲚᲧᲣᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲨ – 549
  • ᲣᲪᲮᲝᲔᲗᲘᲓᲐᲜ ᲡᲐᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲓ ᲒᲐᲓᲛᲝᲧᲕᲐᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘ – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი