ახალი ამბები

კორონავირუსი, სავარაუდოდ, სეზონური გახდება – ჩინელი მეცნიერები

28 აპრილი, 2020 • 902
კორონავირუსი, სავარაუდოდ, სეზონური გახდება – ჩინელი მეცნიერები

ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, კორონავირუსი სრულად არ გაქრება და პათოგენები, გრიპის მსგავსად, სავარაუდოდ, ყოველ წელს დაბრუნდება ხოლმე.

მათი განცხადებითვე, ნაკლებ სავარაუდოა რომ ვირუსი გაქრეს SARS-ის მსგავსად, რომელიც 17 წლის წინ დაფიქსირდა, რადგან ინფიცირებულთა ნაწილში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც მისი გადაცემის გამოვლენის პროცესს ართულებს. მაგალითად, SARS-ით ინფიცირების დროს ადამიანი სერიოზულად ხდებოდა ავად, კარანტინში მოთავსების შემდგომ ვირუსი გავრცელებას წყვეტდა. ამის საპირისპიროდ ჩინეთი ყოველდღიურად ათეულობით ადამიანს ავლენს, რომლებთანაც ახალი კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

“ამის გამო, დიდი ალბათობით, ეპიდემია დიდი ხნის მანძილზე ადამიანთან ერთად იარსებებს და სეზონური გახდება”, – აცხდებს ჩინეთის ბიოლოგიური პათოგენის ინსტიტუტის დირექტორი ჯინ ქი.

Bloomberg წერს, რომ მთელი მსოფლიო მასშტაბით მკველვრები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ვირუსი არ გაქრება, ქვეყნების ჩაკეტვის მიუხედავად, რომელიც ეკონომიკურად საკმაოდ ძვირი ჯდება. ენტონი ფაუჩი, წამყვანი ამერიკელი მეცნიერი ინფექციურ დაავადებებში, ასევე ფიქრობს, რომ კორონავირუსი მომავალში (მას შემდეგ, რაც ვაქცინას გამოიგონებენ) სეზონური გრიპის ანალოგიურად იმოქმედებს.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ვირუსის შედეგად 211 ათას ადამიაზე მეტია გარდაცვლილი მსოფლიოს მასშტაბით.

მასალების გადაბეჭდვის წესი