ახალი ამბები

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 109 პირი დააჯარიმეს

28 აპრილი, 2020 •
ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 109 პირი დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

შსს-ს განცხადებთ, პოლიციამ, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე, ერთი კი – თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 45 მოქალაქე დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო
იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი