ახალი ამბები

ეზუგბაია: პაციენტთან, რომელიც 5 მარტიდან მკურნალობს, ვირუსის კონცენტრაცია უმნიშვნელოა

28 აპრილი, 2020 • 1233
ეზუგბაია: პაციენტთან, რომელიც 5 მარტიდან მკურნალობს, ვირუსის კონცენტრაცია უმნიშვნელოა

შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტთან, რომელიც COVID-19ზე 5 მარტიდან მკურნალობს, ვირუსის კონცენტრაცია უმნიშვნელოა და რამდენიმე დღეში ვირუსის განსაზღვრა შეუძლებელი იქნება:

“მისი ვირუსის კონცენტრაცია იმდენად უმნიშვნელოა, ალბათ, განსაზღვრა შემდეგ დღეებში შეუძლებელი იქნება. ჩავთვალოთ, რომ გამოჯანმრთელებულია”, – ამბობს ეზუგბაია.
27 აპრილის დილის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში ვირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 511-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი, 6 პაციენტი კი დაიღუპა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევები მრნეულში, ბოლნისსა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა და 15-დან მხოლოდ ორი შემთხვევის ინფიცირების წყაროა უცნობი, რაზეც ეზუგბაიას თქმით, ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ამჟამად, საკარანტიო რეჟიმში რჩება 5085 პირი, 558 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.

https://netgazeti.ge/news/445594/

მასალების გადაბეჭდვის წესი