ახალი ამბები

ბოლო 24 საათში COVID-19-ის შემთხვევები 15-ით გაიზარდა და 511-ს მიაღწია

28 აპრილი, 2020 •
ბოლო 24 საათში COVID-19-ის შემთხვევები 15-ით გაიზარდა და 511-ს მიაღწია

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტრებული შემთხვევების რაოდენობა 511-მდე გაიზარდა.

27 აპრილის დილის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში ვირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 511-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანამრთელდა 156 ადამიანი, 6 პაციენტი კი დაიღუპა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევები მრნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა და 15-დან მხოლოდ ორი შემთხვევის ინფიცირების წყაროა უცნობი, რაზეც ეზუგბაიას თქმით, ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ამჟამად საკარანტიო რეჟიმში რჩება 5085 პირი, 558 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი