ახალი ამბები

აღარ ველოდებით, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო – ტიკარაძე კოვიდზე

27 აპრილი, 2020 •
აღარ ველოდებით, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო – ტიკარაძე კოვიდზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატარინე ტიკარაძის თქმით, აღარ არსებობს მოლოდინი, რომ აპრილსა და მაისში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა პიკს მიაღწევს. მისივე განმარტებით, დღესდღეობით ქვეყანაში ამ თვალსაზრისით რაოდენობათა პლატოა შენარჩუნებული.

„ჩვენ რამდენჯერმე განვმარტეთ ჩვენი მიზანი, რომ საქართველოში არ გვქონოდა პიკი და ჩვენ შეგვძლებოდა და გვემართა ვირუსი და გვქონოდა პლატო. დღესდღეობით, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის დაანონსებული პიკი, მაგრამ სწორედ, იმისთვის, რომ არ ყოფილიყო პიკი, ჩატარდა არაერთი ღონისძიება მთავრობის მხრიდან.

ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო შესრულებული ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით 2 თვის განმავლობაში.

ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი – ჩვენ აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ, ჩვენ უკვე გვაქვს პლატო.

შესაბამისი ღონისძიბების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინი არის უკვე ამ პლატოზე ინფიცირების მართვა, რათა შემდგომ ქვეყანა ეკონომიკურად არ დაზიანდეს“, – ამბობს ტიკარაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით უკვე პიკშია. იმნაძე განმარტავდა:

„კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი რაც შეიძლება მეტხანს დავიჭიროთ პლატოზე და. როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს, ვთქვათ, პატარა გორაკი“.

უკვე პიკში ვართ და ჩვენი ამოცანაა, დიდხანს დავიჭიროთ პლატოზე – იმნაძე ეპიდემიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი