ახალი ამბები

რუსეთში სამხედრო ეკლესიის მოზაიკაზე პუტინი და სტალინი იქნებიან გამოსახული

27 აპრილი, 2020 • 1836
რუსეთში სამხედრო ეკლესიის მოზაიკაზე პუტინი და სტალინი იქნებიან გამოსახული

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ეკლესიის კედელზე გამოჩნდა მოზაიკა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი არიან გამოსახულნი. ინფორმაციას ამის შესახებ РБК ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა სტეფანემ განაცხადა, რომ რიტუალურ შენობებში ისტორიული პიროვნებების გამოსახვა მიღებული პრაქტიკაა.

ამ შემთხვევაში, მისი თქმით, დაგეგმილია რუსეთის მიერ ყირიმის „შეერთების“ (საერთაშორისო საზოგადოების მიერ ანექსიად მიჩნეული) პროცესში მოქმედი ფიგურების გამოსახვა, ხოლო სტალინის მონაწილეობა ამ მოზაიკაში უკავშირდება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას, რადგანაც ეკლესია დაახლოებით ამ დროს ააგეს.

გარეკანის ფოტო: МБХ Медиа

მასალების გადაბეჭდვის წესი