დღეს, 27 აპრილს, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შემთვევებმა 3 მილიონს გადააჭარბა. worldometers-ზე განახლებული მონაცემებით, COVID-19-ის 3 004 891 შემთხვევაა აღრიცხული, როემლთაგან 882 954 გამოჯანმრთელდა, 207 257 ადამიანი კი დაიღუპა.
დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია აშშ-ში – 987 322 შემთხვევა, მას მოსდევს ესპანეთი და იტალია- 226 629 და 197 675 დადასტურებული შემთხვევით, საფრანგეთი – 162 100, გერმანია კი– 157 770 შემთხვევით.
მეექვსე ადგილს იკავებს დიდი ბრიტანეთი 152 840 ინფიცირებულით. შემდეგ მოდის თურქეთი, სადაც COVID-19-ის 110 130 შემთხვევაა აღრიცხული, ირანში კი კორონავირუსის 90 481 ფაქტია აღრიცხული. რუსეთში ინფიცირების 87 147 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტრუებული. შედეგად, ქვეყანამ ჩინეთს გაუსწრო, სადაც ოფიციალური სტატისტიკით. ახალი კორონავირუსის 83 912 შემთხვევა ფიქსირდება.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში, 27 აპრილის 13:30 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 149 გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.