ახალი ამბები

შესაძლოა, ეს იყო ენოტი და არა პანგოლინი – დროსტენი კორონავირუსის გავრცელებაზე

27 აპრილი, 2020 • 1747
შესაძლოა, ეს იყო ენოტი და არა პანგოლინი – დროსტენი კორონავირუსის გავრცელებაზე

გერმანიაში კორონავირუსის საკითხში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტისა და შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, ქრისტიან დროსტენის განცხადებით, შესაძლოა, ახალი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის შუალედური გადამტანები ენოტები იყვნენ. ამის შესახებ მან „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა არის ცნობილი ვირუსის შუალედურ გადამტანზე, დროსტენმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ვირუსის შუალედური გამავრცელებლის ძებნა ჩინეთში, ენოტების გასამრავლებელ ფერმებში იყო საჭირო:

„ვერ ვხედავ მიზეზს იმის დასაშვებად, რომ ვირუსი ადამიანებზე პანგოლინისგან გავრცელდა. არსებობს ერთი საინტერესო ინფორმაცია SARS-ის ძველი ლიტერატურიდან. ვირუსი მაშინ აღმოჩენილი იქნა ციბეტებში, ასევე, ენოტებშიც, რასაც მედიამ ყურადღება დიდად არ მიაქცია. ენოტები ჩინეთში დიდი ინდუსტრიაა, მათ ამრავლებენ ფერმებში და იჭერენ ველურ ბუნებაში – ბეწვისთვის. ვინმეს ჩემთვის რომ რამდენიმე ასიათასი დოლარი და ჩინეთში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მოეცა ვირუსის შუალედური მატარებლის საპოვნელად, ენოტების გამრავლების ადგილებში წავიდოდი“, — განაცხადა მან.

დროსტენის თქმით, არ ფიქრობს, რომ ვირუსის გავრცელების წყარო ე.წ. ვეტერინარული მარკეტია, მისი თქმით, უფრო სავარაუდოა, რომ ცხოველი ანუ ვირუსის შუალედური მატარებელი გავრცელდა ისეთი ადგილიდან, სადაც მას ამრავლებენ.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის არსებული ერთ-ერთი ვერსიით, ახალი კორონავირუსი ღამურისგან წამოვიდა, ხოლოდ შუალედურ მატარებლად პანგოლინი გამოიყენა.

ამავე თემაზე

საიდან გაჩნდა კორონავირუსი?

მასალების გადაბეჭდვის წესი