ახალი ამბები

რუსეთმა COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

27 აპრილი, 2020 • 1686
რუსეთმა COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

27 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 87 147 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტრუებული.

ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 198 შეადგინა და ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა. ოფიცილაური მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის 83 912 შემთხვევა ფიქსირდება

ოფიციალური სტატისტიკით, ახალი კორონავირუსით რუსეთში 794 ადამიანი დაიღუპა, 7 346 კი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ჩინეთს, ოფიციალური სტატისტიკით, ჩინეთში COVID-19-ის 82 830 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან ახალი მხოლოდ 3 შემთხვევაა. ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 4 633 ადამიანი, 77 474 კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად დავადების გავრცელებით ჩინეთი მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია აშშ-ში – 987 322 შემთხვევა, მას მოსდევს ესპანეთი და იტალია- 226 629 და 197 675 დადასტურებული შემთხვევით, საფრანგეთი – 162 100, გერმანიაკი – 157 770 შემთხვევით.

მეექვსე ადგილს იკავებს დიდი ბრიტანეთი 152 840 ინფიცირებულით. შემდეგია თურქეთი, სადაც COVID-19-ის 110 130 შემთხვევაა აღრიცხული, ირანში კი კორონავირუსის 90 481 ფაქტია აღრიცხული.

მასალების გადაბეჭდვის წესი