ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 115 ადამიანი დააჯარიმეს

27 აპრილი, 2020 • 783
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 115 ადამიანი დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინეს.

მათ შორის, 68 ადამიანი უწყებამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა, ერთმა პირმა კი, შსს-ს განცხადებით, თვითიზოლაციის წესები დაარღვია.

გარდა ამისა, უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – 23 მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი