ახალი ამბები

ჯამში გაკეთებულია 12 ათასზე მეტი PCR და 5000-ზე მეტი სწრაფი ტესტი – იმნაძე

26 აპრილი, 2020 •
ჯამში გაკეთებულია 12 ათასზე მეტი PCR და 5000-ზე მეტი სწრაფი ტესტი – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 25 აპრილს ქვეყანაში კორონავირუსზე 822 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯამში, იმნაძის თანახმად, საქართველოში 12 000-ზე მეტი PCR ტესტი (მოლეკულური ტესტი, დიაგნოსტიკის ე.წ „ოქროს სტანდარტი“) და 5000-ზე მეტი სწრაფი ტესტია ჩატარებული.

მას არ დაუზუსტებია, სწრაფი ტესტებით დაუდასტურდა თუ არა ვინმეს კორონავირუსი.

„ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვიტავს ის გუნდი ქვეყანაში, რომელიც მართავს სიტუაციას. ჯერჯერობით, მე მგონი, საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


26 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა კიდევ 29-ით გაიზარდა და 485 შეადგინა. წინა დღეს, 25 აპრილს, 456 შემთხვევა დასტურდებოდა, — 25-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

ამასთან, 26 აპრილს დადასტურდა კიდევ ერთი, მე-6 პაციენტის გარდაცვალება — როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაიცვალა 83 წლის პაციენტი, რომელსაც პარალელურად გულის სხვადასხვა დაავადება ჰქონდა…

უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 485
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139
    • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 4928
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

კორონავირუსის შემთხვევები 456-მდე გაიზარდა, 132 გამოჯანმრთელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი