ახალი ამბები

24 სთ-ში ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი 29-ით გაიზარდა – 485

26 აპრილი, 2020 • 974
24 სთ-ში ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი 29-ით გაიზარდა – 485

26 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა კიდევ 29-ით გაიზარდა და 485 შეადგინა. წინა დღეს, 25 აპრილს, 456 შემთხვევა დასტურდებოდა.

ამასთან, 26 აპრილს დადასტურდა კიდევ ერთი, მე-6 პაციენტის გარდაცვალება — როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაიცვალა 83 წლის პაციენტი, რომელსაც პარალელურად გულის სხვადასხვა დაავადება ჰქონდა…

უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 485
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139
    • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 4928
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 25 აპრილს ქვეყანაში კორონავირუსზე 822 ტესტი ჩატარდა და სწორედ მათგან გამოვლინდა 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

წინა დღით კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 1012 ტესტი ჩატარდა — ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩატარებულმა ტესტებმა 1000-ს გადააჭარბა.

25 აპრილის დილას განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 საათში 25-ით იყო გაზრდილი და 456-ს შეადგენდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღიური მონაცემების დიდი მატების მიზეზი 24 აპრილს ჩატარებული აგრესიული კვლევა იყო.

NCDC-ის ინფოგრაფიკიდან ირკვევა, რომ დღიურად ტესტირებულთა რაოდენობა 20 აპრილიდან გაიზარდა. მაგალითად, თუ 19 აპრილს 265 ტესტი ჩატარდა, 23 აპრილს ტესტირებულთა რაოდენობამ 700 შეადგინა.

დეტალურად:

კორონავირუსის შემთხვევები 456-მდე გაიზარდა, 132 გამოჯანმრთელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი