ახალი ამბები

როგორც ვიცი, მასობრივი კვლევა გაგრძელდება – მარინა ენდელაძე

25 აპრილი, 2020 • 1157
როგორც ვიცი, მასობრივი კვლევა გაგრძელდება – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების გამგის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე მასობრივი გამოკვლევები გაგრძელდება, რათა “ინფიცირებულები არ გამოგვრჩეს”.

“მასობრივად ხდება ადამიანების გამოკლვევა, მათ შორის იმ კლასტერებიდან, რომლებთანაც დაფიქსირებულია კოვიდით ინფიცირება. მასობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, მასობრივად ხდება გამოკვლევები,  დიდი რაოდენობის მოსახლეობას, ამდენად მიღებულია შედარებით მეტი რაოდენობა [დადასტურებული შემთხვევების}, ვიდრე გუშინ. ეს კვლევები, როგორც ვიცი, ისევ ასე გაგრძელდება, რომ არ გამორჩეს ვინმე ინფიცირებული. მაგრამ ეს არის კლასტერების კვლვის შედეგად გამოვლენილი ინფიცირებულები და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, რადგან უკვე ხდება მოსახლეობის მასობრივი კვლევა”, – განაცხადა ენდელაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ კოვიდ 9-ით ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი მეტია, ვიდრე ვიცით, ენდელაძე ამბობს, რომ “სავარაუდოდ, მაგრამ არა ჰგონია, რომ დრამატულად ბევრი იყოს”.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 საათში 25-ით გაიზარდა და 456 გახდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღიური მონაცემების დიდი მატების მიზეზი გუშინ, 24 აპრილს ჩატარებული აგრესიული კვლევაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის მოქალაქეები გამოიკვლიეს გუშინ და რამდენად აღემატებოდა ეს მაჩვენებელი წინა დღეებში ჩატარებულ კვლევებს.

კორონავირუსის შემთხვევები 456-მდე გაიზარდა, 132 გამოჯანმრთელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი