ახალი ამბები

უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გეგმური ოპერაციების ჩატარება

24 აპრილი, 2020 • 1449
უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გეგმური ოპერაციების ჩატარება

დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა.

პრეზენტაციაზე გახარიამ ექვსეტაპიან გეგმაზე ისაუბრა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა ობიექტის გახსნა იგეგმება, მაგრამ მათ შორის არ მოხვედრილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გეგმური სამედიცინო ოპერაციები.

გიორიგ გახარიას თქმით, ეს ორი სფერო პირდაპირაა დაკავშირებული ეპიდემიის გეოგრაფიასა და გავრცელების სისწრაფესთან და რომელიმე ეტაპისთვის მათი მიბმა სუბიექტური იქნებოდა:

“აქ არ არის, მაგალითად, გემგური სამედიცინო მომსახურება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს ისეთი მიმართულებებია, რომელთა რომელიმე ეტაპისთვის მიბმა იქნებოდა უკიდურესად სუბიექტური და პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელების გეორგაფიასა და სისწრაფესთან”, – ამბობს გახარია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა. რაც შეეხება გეგმურ ოპერაციებს, 24 მარტს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობდა, რომ ამგვარი სამედიცინო ჩარევები დაახლოებით 4 თვით გადაიდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი