ახალი ამბები

2021 წლიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება – მთავრობა

24 აპრილი, 2020 •
2021 წლიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება – მთავრობა

პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, 2021 წლიდან საქართველოში პენსია არანაკლებ 20 ლარით გაიზრდება.

დღეს, 24 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე გახარიამ თქვა, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის შედეგებს ქვეყანა წლების განმავლობაში უნდა გაუმკლავდეს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტიორებთან ერთად იმუშავა იმისთვის, რომ პენსიონერებზე სპეციალური ზრუნვის მექანიზმი შექმნილიყო.

„ამ მუშაობის შედეგად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს პენსიონერებს ფასების ზრდას პენსიის სახით.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუენებისთვის. 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას.

რაც ნიშნავს, რომ 2021 წლიდან პენსია გარანტირებულად, ყველა პენსიონერს გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით. ეს არის ქვედა ზღვარი“, – ამბობს გახარია და ამატებს, რომ ამ შეღავათით 410 ათასი პენსიონერი ისარგებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი