ახალი ამბები

425 დადასტურებული – საქართველოში COVID-19-ის შემთხვევები 5-ით გაიზარდა

23 აპრილი, 2020 • 830
425 დადასტურებული – საქართველოში COVID-19-ის შემთხვევები 5-ით გაიზარდა

23 აპრილის 23:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა და 425 შეადგინა.

აღნიშნული ინფორმაცია მთავორბის მიერ შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge განახლდა. ვებგვერდის მიხედვით, დღის ბოლოსთვის უცვლელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსისგან საქართველოშ 111 პაციენტია განკურნებული.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 5 ადამიანი გარდაიცვალა. 5126 პირი კარანტინის რეჟიმში რჩება, 578 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი