დღეს, 23 აპრილს, სოხუმში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აფხაზეთში გადაწყვიტეს, რომ ინაუგურაციას შეზღუდული რაოდენობის, 60-65 ადამიანი დაესწრება. ესენი ძირითადად არიან მოსამართლეები და დეპუტატები, ასევე, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩები.
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 22 მარტს გაიმართა. არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.