ახალი ამბები

PCR ტესტების მარაგი 100 ათასამდე შეივსება მაისის დასაწყისისთვის – ტიკარაძე

23 აპრილი, 2020 • 1036
PCR ტესტების მარაგი 100 ათასამდე შეივსება მაისის დასაწყისისთვის – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 23 აპრილს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მაისისი დასაწყისისთვის საქართველოში PCR ტესტების რაოდენობა 100 ათასამდე შეივსება.

“ჩვენ ვაგრძლეებთ ამ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს როგორც სწრაფი, ისე PCR ტესტებით გამოკვლევას. დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 10 000 PCR ტესტის სრული კომპლექტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს და მაისის დასაწყისში PCR ტესტების რაოდენობა შეივსება 100 000-მდე.

ამ ეტაპზე ქვეყანაში გამოყენებულია 5 000 სწრაფი ტესტი და დამატებით ჩვენ კიდევ გვაქვს 9 000 ტესტი დარიგებული საავადმყოფოებში, სადაც მიმდინარეობს როგორც მათი პაციენტების, ისე – თანამშრომლების ტესტირება, რის შემდეგაც ხდება PCR ტესტით გადამოწმება და საბოლოო დასტურის მიღება საეჭვო შემთხვევების”, – განაცხადა ტიკარაძემ.

23 აპრილის დილის მდგომარეობით, საქართველოში კოორნავირუსის 420 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 107 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი