ვიდეოპორტალმა Youtube აკრძალა კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა იმ ტიპის მასალის განთავსება, რომელიც “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” რჩევებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. BBC-ის ცნობით, კომპანიაში ამბობენ, რომ საიტიდან წაიშლება “სამედიცინო კუთხით დაუსაბუთებელი” ყველა ვიდეო.
პორტალის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ ფორმით Youtube-ზე ყალბი ინფორმაციის განთავსების შეჩერება სურთ.
“ასე, მაგალითად, ხალხი ამბობს: “მიიღეთ ვიტამინი C, მიიღეთ ცედრა, ჩვენ განგკურნავთ”… ეს არის მაგალითები მასალისა, რომელიც არღვევს ჩვენს განაწესს”, – აღნიშნავს ის.
აღმასრულებელი დირექტორი ასევე დასძენს, რომ პორტალზე 75%-იანი ზრდა დაფიქსირდა იმ ახალი ამბებზე მოთხოვნისა, რომლებიც “ავტორიტეტულ” წყაროებს ეყრდნობა.
აღნიშნულ ნაბიჯს წინ უძღოდა კომპანიის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, როდესაც საიტიდან წაიშალა კონსპირაციული თეორიები Covid-19-სა და 5G ქსელებს შორის კავშირზე.