ახალი ამბები

საქართველომ ირანს 101 პატიმარი გადასცა – ირანის საელჩო

23 აპრილი, 2020 • 2236
საქართველომ ირანს 101 პატიმარი გადასცა – ირანის საელჩო

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო აცხადებს, რომ 22 აპრილს საქართველომ მათ 101 პატიმარი გადასცა.

„საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ძალისხმევით, 101 ირანელი მსჯავრდებული, რომლებიც სასჯელს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიდნენ, ამ დილას ირანის ისლამური რესპუბლიკის მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს გადაეცათ. ისინი დარჩენილ სასჯელს ირანში მოიხდიან“, – წერია ირანის საელჩოს მიერ 22 აპრილს გავრცელებულ განცახდებაში.

ირანული პრესის თანახმად, ეს ნაბიჯი რამდენიმე საათით ადრე დააანონსა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტროს თანახმად, „საზღვარგარეთ ირანის მოქალაქეების მხარდაჭერა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, განსაკუთრებით კი -კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

მსჯავრდებულები ავიაკომპანია Mahan Airways-ის საშუალებით გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი