ახალი ამბები

ლიეტუვა საქართველოს სამედიცინო საშუალებებით დაეხმარება

23 აპრილი, 2020 • 1747
ლიეტუვა საქართველოს სამედიცინო საშუალებებით დაეხმარება

ლიეტუვა საქართველოსa და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ 3 ქვეყნისთვის 100 000 ევროს ღირებულების სამედიცინო საშუალებებს შეიძენს.

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი Twitter-ზე წერს.

“ლიეტუვა განაგრძობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გვერდში დგომას. ლიეტუვის მთავრობამ გადაწყვიტა 100 000 ევრო გამოყოს ლიეტუვის კომპანიების წარმოებული სამედიცინო მარაგების შესაძენად, რათა სომხეთს, საქართველოს, მოლდოვასა და უკარაინას Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს”, – წერს ლინკევიჩიუსი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას მადლობას უხდის სოლიდარობისთვის, რომელიც საქართველოსადმი არაერთხელ გამოიჩინა.

ევროკავშირი COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს 183 მლნ ევროთი დაეხმარება

მასალების გადაბეჭდვის წესი