ახალი ამბებირეკლამა

პანდემიის პირობებში ბილაინმა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა

22 აპრილი, 2020 • 1105
პანდემიის პირობებში ბილაინმა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა

მიმდინარე თვიდან ბილაინმა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიზანი თანამშრომლების მხარდაჭერა და მათ მოტივაციაზე ზრუნვაა.

“საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი  აქტიურად განაგრძობს COVID-19-ის გავრცელების შედეგებთან ბრძოლას და, შექმნილ ვითარებაში, თანამშრომელთა მხარდაჭერასა და მოტივაციაზე ზრუნვას. სწორედ ამ მიზნით, ბილაინში დასაქმებულებს კომპანიამ მიმდინარე თვიდან ხელფასები გაუზარდა. აღნიშნული ხელფასის ზრდა არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვადებს და თითოეული თანამშრომელი განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განაგრძობს მუშაობას,” – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და დღესაც აქტიურად განაგრძობს როგორც თანამშრომლებზე, ასევე მომხმარებლებზე ზრუნვას. კომპანიამ   ვირუსის გამოჩენისთანავე მალევე გადაიყვანა თანამშრომლები დისტანციურად მუშაობაზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ოფისი უსაფრთხოების მიზნით დახურა.

დისტანცურ მუშაობაზეა გადასული ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ბილაინის ყველა თანამშრომელს აქვს უფასო წვდომა Coursera-სა და  LinkedIn-ის ონლიან სწავლების პლატფორმებზე და შეუძლიათ შეუზღუდავად გაიარონ სასურველი კურსები, ხოლო დახურული მაღაზიების თანამშრომლები ასევე გადიან ინგლისური ენის კურსებს.

ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდისა და ონლაინ ჩატის მეშვეობით. ასევე ხელმისაწვდომია ბილაინის სიმ ბარათებიც, ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალების და საქართველოს ფოსტის 40 ჯიხურის მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი