ახალი ამბები

მარნეულში აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს

22 აპრილი, 2020 •
მარნეულში აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს

მარნეულში გამართული აქციის მონაწილეები და მთავრობის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზება მოხდება. მარნეულის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, მათ ტრაილერები მოიყვანეს, რომლებიც სოფლებში შევლენ და პროდუქციას გასაყიდად წაიღებენ.

საპროტესტო აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში დღეს, 22 აპრილს, დილიდან მიმდინარეობდა. აქციაზე შეკრებილები იყვნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები, რომლებიც პროდუქციის გაყიდვაში დახმარებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, სადისტრიბუციო მანქანები, რომლებიც მუნიციპალიტეტში პროდუქტის წამოსაღებად შედის, საკმარისი არ არის და ამის გამო ფერმერები პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, მოსახლეობას გადაკეტილი ჰქონდა სადახლო-მარნეულის დამაკავშირებელი გზა, რის გამოც სატვირთო ავტომობილები მუნიციპალიტეტიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი