ახალი ამბები

ქართველი მორაგბეები სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად [ვიდეო]

8 ოქტომბერი, 2015 •
ქართველი მორაგბეები სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად [ვიდეო]

სოლიდარობის ფონდის ცნობით, ბორჯღალოსნები სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად ჩაერთნენ მათ კამპანიაში. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრების ვიდეომიმართვა სოლიდარობის ფონდის Facebook-ზე დღეს გამოქვეყნდა.


სამაგალითო რაგბის გუნდი პატარა ქვეყნიდან რომელსაც დიდი გული აქვს Posted by სოლიდარობა on Thursday, October 8, 2015

 

როგორც სოლიდარობის ფონდის ვებ-გვერდიზეა აღნიშნული, ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ე.წ. ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედება და ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.

 

მათი ინფორმაციით, სოლიდარობის ფონდის ამოქმედება ხელს შეუწყობს სამოქალაქო სოლიდარობის, კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის, კერძო და საზოგადოებრივი სექტორის თანამშრომლობის კონსოლიდირებული და გამჭირვალე მართვის მექანიზმის შექმნას.


ეს პირველი საქველმოქმედო კამპანია არ არის, რომელშიც საქართველოს რაგბის კავშირი იღებს მონაწილეობას. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2011 წლიდან ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად დაწყებულ კამპანიაშიც არის ჩართული, რომლის ფარგლებში ბორჯღალოსნებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. მსოფლიო ჩემპიონატამდე ქართველი მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჩუქრები გადასცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი