ახალი ამბები

კალაძე: შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც, შაბათ-კვირას კერძო ავტომობილების გადაადგილება ხომ არ ავკრძალოთ?

22 აპრილი, 2020 • 1634
კალაძე: შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც, შაბათ-კვირას კერძო ავტომობილების გადაადგილება ხომ არ ავკრძალოთ?

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დროს ჰაერის ხარისხზე დადებითი ეფექტის შესახებ საუბრობს და მოსახლეობას მიმართავს კითხვით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაუჭერენ თუ არა მხარს შაბათ-კვირას ქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილების აკრძალვას ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

კალაძის თქმით, ეს საკითხი ჯერჯერობით  იდეის დონეზეა და მას დახვეწა სჭირდება, თუმცა ამბობს, რომ მისი დაწესების შემთხვევაში, ქალაქში მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს:

“ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, როდესაც ეტაპობრივად დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. როდესაც  დაიწყება ბიზნესების გახსნა და ამუშვება, მაშინაც განსაკუთრებულად მოგვიწევს ცხოვრების სტილის შეცვლა. როგორც აქამდე იყო, გართულდება ისე გაგრძელება. აუცილებელი იქნება ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რომელზეც ვსაუბრობთ, იქნება ეს პირბადეების ტარება თუ ხელების ხშირი დაბანა.

შესაბამისად, როდესაც აღდგება მოძრაობა, დაიწყებს მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს ასეთი იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ. მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება, კვირაში ორი დღის გნაამვლბაში, შაბათ-კვირას ხომ არ შემოვიღოთ აკრძალვა კერძო ავტომობილების გადაადგილებაზე და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. უბრალოდ, მაინტერესებდა თვენი მოსაზრება, ამას დახვეწა დასჭირდება” ,- ამბობს კალაძე.

საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა

მასალების გადაბეჭდვის წესი