ახალი ამბები

Glovo: მანქანების შეზღუდვა ჩვენზეც ვრცელდება, კურიერების 30% ვერ იმუშავებს

22 აპრილი, 2020 • 1276
Glovo: მანქანების შეზღუდვა ჩვენზეც ვრცელდება, კურიერების 30% ვერ იმუშავებს

მიტანის სერვისის პროვაიდერი კომპანია Glovo აცხადებს, რომ 22-დან 27 აპრილამდე მანქანით გადადაგილების შეზღუდვა ვრცელდება მათ პარტნიორ კურიერებზეც, რომლებიც სამუშაოდ ავტომობილებს იყენებდნენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ რეგულაციის გამო კურიერების დაახლოებით 30% ვერ გააგრძელებს მუშაობას, რომლებიც ავტომობილებით ახორციელებდნენ მომსახურებას.

Glovo აცხადებს, რომ აღნიშნულის გამო შესაძლოა გაიზარდოს მიტანის დრო და შემცირდეს რესტორნებისა და მაღაზიების დაფარვის არეალი.

ამავე შეზღუდვის გამო Glovo შეკვეთებს ვერ განახორიცელებს ქუთაისში, სადაც მხლოდ მანქანიანი კურიერები ჰყავთ, თბილისში, რუსთავსა და ბათუმში კი დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წაიღებენ.

მოგვიანებით მსგავსი განცხადება კიდევ ერთმა კომპანიამ, Wolt-მა გაავრცელა. Wolt-შიც აღნიშნავენ, რომ მათი პარტნიორი კურიერების საკმაოდ დიდი ნაწილი დღეიდან ვეღარ იმუშავებს:

“შედეგად, შესაძლებელია გვქონდეს შეფერხებები და გახანგრძლივდეს შეკვეთის მიტანის დროც, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს”, – აცხადებენ კომპანიაში.

ავტომობილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდება – მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი