ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში COVID-19-ის 72 ახალი შემთხვევა გამოავლინეს

22 აპრილი, 2020 • 1272
სომხეთში COVID-19-ის 72 ახალი შემთხვევა გამოავლინეს

სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოავლინეს და, ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 1473 შეადგინა. COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვი კი 24-ია.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ დროისთვის სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში 816 ადამიანი მკურნალობს, 633 – განიკურნა.

ამავე თემაზე: 

სომხეთი და საქართველო პანდემიის პირისპირ – ხედვა სომხეთიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი