22 აპრილის დილის მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 411-მდე გაიზრდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე – stopcov.ge-ze განახლდა.
411 დადასტურებული შემთხვევიდან 97 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 310 აქტიური პაციენტია ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5015 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 573.