ახალი ამბები

აჭარის ტვ-ში უწყვეტად გრძელდება თანამშრომელთა დევნა – კოალიცია

22 აპრილი, 2020 • 1861
აჭარის ტვ-ში უწყვეტად გრძელდება თანამშრომელთა დევნა – კოალიცია

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიაზე თანამშრომლების განსხვავებული მოსაზრების გამო მათი დევნა და შევიწროება უწყვეტად გრძელდება.

“დღეს, 2020 წლის 21 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა.

როგორც თავად ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებელთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დაუსახელეს”, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან 21 აპრილს მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა საკუთარი ფეისბუკ-გვერდის საშუალებით გაავრცელა. ჟურნალისტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებელთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება დაუსახელეს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/271243/

მასალების გადაბეჭდვის წესი