ახალი ამბები

გამონაკლისი ავტომობილით გადაადგილებაზე რეგიონებისთვის

22 აპრილი, 2020 • 10703
გამონაკლისი ავტომობილით გადაადგილებაზე რეგიონებისთვის

საქართველოს რეგიონებში მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება დილის 6-დან 8 საათამდე და საღამოს 18-დან 19 საათამდე მოიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, ეს პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისთვის.

აღნიშნულ ინფორმაციას გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტები ავრცელებენ.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანის წესი, რომლის მიხედვითაც, ერთ ავტომანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის ჩასხდომა იკრძალება, ამასთან, მათ უნდა ეკეთოთ პირბადეები და 2 მგზავრი მძღოლის უკანა სავარძელზე იჯდეს.

საქართველოს მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებაზე შეზღუდვები მთავრობის გადაწყვეტილებით 27 აპრილამდე გრძეელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი