ახალი ამბები

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

21 აპრილი, 2020 • 959
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსის პრევენციისთვის დე ფაქტო პარლამენტის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა დღეს, 21 აპრილს გაუქმდა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვა გალსა და გაგრის რაიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი რაულ ლოლუა ადასტურებს.

ლოლუას თქმით, კვლავ დაკეტილია სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები – სასადილოები, რესტორნები და კაფეები. ასევე დაკეტილია ტურისტული ობიექტები და სასტუმროები. ამასთან, კვლავ ჩაკეტილია საზღვარი რუსეთთან და გამშვები პუნქტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან.

ლოლუას განმარტებით ,აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადების ახალი წყაროები არ არის და სიტუაცია კონტროლირებადია.

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის ზომები 27 მარტს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი