ახალი ამბები

საჩხერეში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

21 აპრილი, 2020 • 849
საჩხერეში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკვეს. შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულმა  1939 წელს დაბადებული კაცი ნაჯახის გამოყენებით მოკლა. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 აპრილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მამას – 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო”,-წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდება, დამტკიცების შემთხვევაში,  13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი