ახალი ამბები

პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას 22 მაისის ჩათვლით აგრძელებს

21 აპრილი, 2020 • 836
პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას 22 მაისის ჩათვლით აგრძელებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის წარდგინებას საგანგებო მდგომარეობის ვადის 22 მაისამდე გაგრძელების თაობაზე.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, პრემიერის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოსცემს ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვებზე არსებული დეკრეტის ვადა გაგრძელდება 22 მაისამდე.

“ერთი თვის წინ გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ასევე, წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცლეების ტემპი და მასშტაბი, თუმცა გამოწვევა არ გვაძლევს საშუალებას, შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებით, რომ ამით ვიცავთ ხვალინდელ დღეს.

“დღეს მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები. მჯერა, გონივრული ნაბიჯებით და ერთიანობით ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება გაცილებით უკეთესი იქნება”, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე პრეზიდენტის წარდგინებას პარლამენტი ხვალ განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი