ახალი ამბები

მესმის, რთულია შეზღუდვებით ცხოვრება, მაგრამ სხვა გამოცდილება ვირუსის პრევენციისთვის არ არსებობს – გამყრელიძე

21 აპრილი, 2020 • 871
მესმის, რთულია შეზღუდვებით ცხოვრება, მაგრამ სხვა გამოცდილება ვირუსის პრევენციისთვის არ არსებობს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სოციალური დისტანცირების გარდა, მსოფლიოში ქვეყნებს კორონავირუსთან საბრძოლველად სხვა მექანიზმები არ გააჩნიათ. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მესმის, რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება, მესმის, რთულია ერთი კვირით კიდევ გადავადება მანქანებით მოძრაობით აკრძალვისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა ამ სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა, სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას არ აქვს. ვინც შედეგს მიაღწია, მიაღწია სწორედ ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანცირებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჯერჯერობით ვაქცინა არ არის, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მაგრამ არ იქნება ის კიდევ ერთი წელი მაინც. ჯერჯერობით პირდაპირი დანიშნულების პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსს უშუალოდ კლავს, არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შემოდგომაზე ის იქნება უკვე საზოგადოების ხელში და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ კორონავირუსულ ინფექციას, თუ იქნება შემოდგომაზე ან როცა იქნება შემდგომ წლებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაზე გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ავტომანქანებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გასტანს. ამის შესახებ შესაბამისი მიმართვა პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი