ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

21 აპრილი, 2020 • 4567
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე  გაგრძელდება.

ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა და თქვა, რომ შესაბამისი მიმართვა პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.

საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, ხელი მოაწერა ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ. ახლა ამ ვადამ კვლავ გადაიწია.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. თუ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, ისკენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას, თუმცა მანამდე საგანგებო მდგომაროება ძალაშია წყვეტის გარეშე. საგანგებო მდგომარეობის შესახებ პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი