21 აპრილი — შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული – ფიზიკური პირი ჯარიმდება 3,000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

შსს-ს თანახმად, გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო:

  • 78 — კომენდანტის საათის დარღვევისთვის;
  • 66  — საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის;
  • 38 — მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის;

საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდანაა გამოცხადებული ერთი თვის ვადით. 17 აპრილს შეზღუდვებს საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა დაემატა. საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, გარკვეული ვადით გაგრძელდება. დამატებით დეტალები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.