საქართველოში კორონავირუსით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 402-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, Stopcov.ge-ზეა განთავსებული.
20 აპრილის 11 საათისთვის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 399 იყო.
გარდა ამისა, Stopcov.ge-ის ცნობით, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც — 95 ადამიანი (11 საათისთვის 93 გამოჯანმრთელებულის შესახებ იყო ცნობილი).
მთავრობის/stopcov.ge-ს ცნობით, უახლესი სტატისტიკა ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 402
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95
- მათ შორის გარდაცვლილი – 4
- კარანტინის რეჟიმში – 4782
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
გირჩევთ წაიკითხოთ:
რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად