ახალი ამბები

გაზსადენზე მანქანის შეჯახების გამო სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

20 აპრილი, 2020 • 900
გაზსადენზე მანქანის შეჯახების გამო სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

თბილისში, სანზონის რაიონში, გაზის გამანაწილებელის დაზიანების გამო — მას ავტომობილი შეეჯახა- მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა. ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

კომპანიაში ამბობენ, რომ გაზმომარაგება შეუწყდა 6000-მდე აბონენტს, ხოლო ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები. პრეს-რელიზის თანახმად, „გაზის მიწოდება აღდგება ხვალ, 21 აპრილს, 10.00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე“.

გაზსადენს ავტომობილი 20 აპრილს, დღისით დაეჯახა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მანქანა შემთხვევის შემდეგ მიიმალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო სამსახურები, მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, ხოლო გაზი  გადაიკეტა.

შსს-ში და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა.

ამავე თემაზე იხილეთ:

სანზონაში მანქანა გაზის გამანაწილებელს შეეჯახა, არავინ დაშავებულა

მასალების გადაბეჭდვის წესი