ახალი ამბები

სანზონაში მანქანა გაზის გამანაწილებელს შეეჯახა, არავინ დაშავებულა

20 აპრილი, 2020 • 1015
სანზონაში მანქანა გაზის გამანაწილებელს შეეჯახა, არავინ დაშავებულა

სანზონაში, თბილისის ზღვაზე ასასვლელ ქუჩაზე, მანქანა გაზის გამანაწილებელს შეეჯახა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მანქანა შემთხვევის შემდეგ მიიმალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო სამსახურები, მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, ხოლო გაზი  გადაიკეტა.

შსს-ში და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი