ახალი ამბები

მოსკოვში პნევმონიით დაავადებული ქალი სადარბაზოსთან დატოვეს, ის გარდაიცვალა

20 აპრილი, 2020 • 1622
მოსკოვში პნევმონიით დაავადებული ქალი სადარბაზოსთან დატოვეს, ის გარდაიცვალა

მოსკოვში პნევმონიით დაავადებული ქალი, რომელიც სახლში დააბრუნეს, სადარბაზოსთან, სკამზე დატოვეს. ის შემდგომ გარდაიცვალა.

რუსულმა ტელეკომპანია REN TV-მ მომხდარის ამსახველი კადრები გაავრცელა. ამ ვიდეოზე ჩანს, როგორ მოჰყავს სპეციალურად ეკიპირებულ მედპერსონალს სადარბაზოსთან ქალი და სკამზე სვამს, თუმცა ის თავს შეუძლოდ გრძნობს.

ვიდეოში ქალი რამდენჯერმე დგება,ჯდება და წვება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ითავს არაკომფორტულად გრძნობს, მასთან სასაუბროდ და დასახმარებლად ახლო მდგომი მოქალაქეები არაერთხელ მივიდნენ.

როგორც შემდგომ გაირკვა, 48 წლის ელენა ჩუკლოვა ცუდად ჯერ კიდევ 17 აპრილს გახდა. სასაწრაფო მისმა შვილმა გამოიძახა და მალევე ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა 19 აპრილს უკან დააბრუნეს. არაერთი რუსული მედიასაშუალება წერს, რომ ქალს პნევმონია ჰქონდა.

რაც შეეხება ოფიციალურ უწყებათა პასუხს, სამთავრობო RIA წერს, რომ 17 აპრილს ქალი პნევმონიაზე ეჭვით კლინიკაში მართლაც გადაიყვანეს, თუმცა კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

მათივე მტკიცებით, ქალი სახლში „სოციალურ ტაქსით“ მიიყვანეს, სადაც სოციალური მუშაკები დახვნენ. მათ კი სასწრაფო გამოიძახეს მას შემდეგ, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო. მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის თქმით, სასწრაფო 11 წუთში მოვიდა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

რუსეთში Covid 19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4 268 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი, ეს მაჩვენებლი 47 121 ადამიანს უდრის. აქედან 3 446 ადამინი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 405.

მასალების გადაბეჭდვის წესი