“ის, რომ ამ საკითხებზე გვიწევს კომენტარების კეთება, მიმაჩნია, რომ არის ცუდი და მიმაჩნია, რომ რაც უფრო უკეთესი კოორდინაცია იქნება ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისას, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს ქვეყნისთვის. მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, შევეცდები, მაქსიმალურად მეტი გავაკეთო იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია შედგეს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
პრეზიდენტმა გუშინ, 5 ოქტომბერს, გადაცემაში “არჩევანი” განაცხადა, რომ ელჩი არჩილ გეგეშიძე მას საერთოდ არ შეხვედრია მისი აშშ-ში ვიზიტის დროს. არჩილ გეგეშიძე გიორგი მარგველაშვილის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე წესი ელჩებისათვის, რომელიც მიუთითებს მათ, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ქვეყანაში 2 უმაღლესი თანამდებობის პირი იმყოფება.