ახალი ამბები

21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

20 აპრილი, 2020 • 2209
21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე ავდარია საქართველოში  მოსალოდნელი, კერძოდ კი, შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ზოგან – ძლიერი წვიმა.

ამასთანავე, 22 აპრილიდან მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვლი წამოვიდეს, ხოლო ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

„დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აფრთხილებს მოსახლეობას სააგენტო.

რაც შეეხება უფრო დეტალურ პროგნოზს, თბილისში დღეს 24 გრადუსია გამოცხადებული, სამშაბათს დღისით- 18 გრადუსი, ოთხშაბათს- 11 გრადუსი, ხოლო ხუთშაბაშს – 12.

21 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, პროგნოზის თანახმად, თბილისში უნდა იწვიმოს.

რაც შეეხება რეგიონებს, უახლოესი 3 დღე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, კერძოდ:

ფოტო: meteo.gov.ge

 

ხოლო დასავლეთ საქართველოსთვის პროგნოზი ასეთია:

ფოტო: meteo.gov.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი