ახალი ამბები

სიდნეიში სამი პლაჟი გახსნეს – ძალაშია შეზღუდვები

20 აპრილი, 2020 • 1026
სიდნეიში სამი პლაჟი გახსნეს – ძალაშია შეზღუდვები

BBC-ის ცნობით, ავსტრალიაში, სიდნეიში 20 აპრილს, სამკვირიანი პაუზის შემდეგ, სამი პლაჟი ხელახლა გახსნეს, თუმცა ძალაშია გარკვეული შეზღუდვები.

როგორც რეგიონის მერი აცხადებს, სანაპიროები ადგილობრივი მოსახლეობის „მენტალური და ფიზიკური ჯანრმთელობისთვის“ გახსნეს.

სიდნეის პლაჟების უმრავლესობა ამ დრომდე დახურულია კორონავირუსის პანდემიის გამო. კუგის პლაჟზე, რომელიც აღნიშნული სამიდან ერთ-ერთია, ორშაბათ დილას უკვე გავიდნენ მოქალაქეები, მაგრამ ჯერჯერობით — დიდი რაოდენობით არა. როგორც BBC წერს, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, გრილი ამინდია.

„ბევრი ოჯახია, ბევრი მოცურავეა. სასიამოვნოა, რომ ისევ გაიხსნა. ხალხი სწორად იქცევა და ერთმანეთში არ ირევა, ვარჯიშობენ, ცურავენ, თუმცა ქვიშაზე არ სხდებიან“, – ამბობს BBC-სთან საუბარში ერთ-ერთი კაფეს მეპატრონე.

მოქალაქეებს ეკრძალებათ ქვიშაზე დასხდომა, — მხოლოდ სხვადასხვა სახის ვარჯიშია დაშვებული და, სულ მცირე, 1.5 მეტრით დისტანციის დაცვაა აუცილებელი.


ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების 6600-ზე მეტი შემთხვევა და ამ ვირუსით გარდაცვალების 71 ფაქტია დადასტურებული.

ავსტრალიაში ვირუსის გავრცელების მრუდი. წყარო: ავსტრალიის მთავრობა

ავსტრალიაში ვირუსის გავრცელების პიკი 27 მარტს დაფიქსირდა. მას შემდეგ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა კლებულობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი