ახალი ამბები

მკვლელობის ბრალდებით ვარკეთილში ერთი პირი დააკავეს

20 აპრილი, 2020 • 1150
მკვლელობის ბრალდებით ვარკეთილში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

უწყების განცხადებით, ბრალდებულმა მისსავე უბანში მხოვრებ კაცს, რომელთანაც ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი