ახალი ამბები

ნიუ-იორკში ონლაინ-ქორწინება ოფიციალურად გახდა შესაძლებელი

20 აპრილი, 2020 • 1162
ნიუ-იორკში ონლაინ-ქორწინება ოფიციალურად გახდა შესაძლებელი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც შტატში მსურველ წყვილებს ქორწინება ოფიციალურად, ონლაინ-რეჟიმში შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ამგვარად, წყვილებს ექნებათ შესაძლებლობა, ქორწინების დოკუმენტაცია ონლიან მოიპოვონ, ხოლო უფლებამოსილ პირებს მათი დაქორწინება ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეეძლებათ.

კუომომ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ „ტვიტერში“ მას შემდეგ დაწერა, რაც ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმი 15 მაისამდე გაგრძელდა.

BBC-ის ცნობით, ნიუ იორკის გარდა წყვილებს ასეთივე შესაძლებლობა აქვთ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და აშშ-ის შტატ კოლორადოში.


ნიუ-იორკი კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი ცენტრია როგოც აშშ-ში, ასევე მსოფლიოში. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შტატში ვირუსით 15 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გარეკანის ფოტოზე: ნიუ იორკი 19 აპრილს;  ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი