ახალი ამბები

შეიარაღებულმა პირმა კანადაში მინიმუმ 13 ადამიანი მოკლა

20 აპრილი, 2020 • 1183
შეიარაღებულმა პირმა კანადაში მინიმუმ 13 ადამიანი მოკლა

შეიარაღებულმა პირმა კანადაში, ნოვა სკოტიას პროვინციაში მინიმუმ 13 ადამიანი მოკლა. 1989 წლის შემდეგ, ეს ქვეყანაში ყველაზე მასობრივი მკვლელობა იყო, იტყობინება „როიტერსი“.

გამოცემის ცნობით, შეიარაღებული პირი 51 წლის მამაკაცი, გაბრიელ უორტმანი იყო, რომელიც სტომატოლოგად უშაობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მას პოლიციის ფორმა ეცვა და ცდილობდა, თავისი მანქანა პოლიციის ავტომობილად შეენიღბა.

ხელიუსფლების განცხადებით, უორტმანმა სროლა რამდენიმე ადგილას მოაწყო.

როგორც კანადის პოლიციაში აცხადებენ, უორტმანმა მინიმუმ 13 ადამიანი მოკლა, მათ შორის პოლიციის ოფიცერი. მათივე განცხადებით, კავშირი უორტმანსა და მის მიერ მოკლულების, როგორც მინიმუმ, ნაწილს შორის, არ ყოფილა.

გარდა ამისა, პოლიციაში აცხადებენ, რომ არ იციან, თუ რა შეიძლება ყოფილიყო უორტმანის მოტივაცია.

ნოვა სკოტიას პროვინციაში, მსგავსად მთელი კანადისა, მოქმედებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ზომები — მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია, სახლი საჭიროების გარეშე არ დატოვონ. ასევე დაკეტილია ყველა არააუცილებელი მაღაზია თუ სხვა ტიპის დაწესებულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი