ახალი ამბები

დისტანციური სააღდგომო სუფრა მეზობლებს შორის – ვიდეო

19 აპრილი, 2020 • 1188
დისტანციური სააღდგომო სუფრა მეზობლებს შორის – ვიდეო

ზუგდიდში ორმა მეზობელმა, კორონავირუსის შეზღუდვების ფონზე, დისტანციური სუფრა გაშალა.

ვიდეოში, რომელსაც „ლაივპრესი“ ავრცელებს, ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთის მოშორდებით – ქუჩის გადაღმა სხედან, წინ კი პატარა მაგიდები უდგათ.

„ახლო პერიოდში უფრო ახლოს ვყოფილიყავით!“ – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

კორონავირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სოციალური დისტანცირებაა. ამასთანავე, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო რეჟიმი კრძალავს კიდეც ერთდროულად 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

საქართველოში Covid 19 სულ 394 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გარდაიცვალა 3, გამოჯანმრთელდა 93.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 297 აქტიური პაციენტია ანუ პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობს.

ამასთანავე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547.

მასალების გადაბეჭდვის წესი