ახალი ამბები

დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის, დაკავებულია 6 პირი

19 აპრილი, 2020 •
დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის, დაკავებულია 6 პირი

ვარკეთილში, მეოთხე მიკრორაიონში, კორპუსის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაკავებულია 6 პირი.

თვითმხილველების თქმით, ეზოში ერთდროულად ბევრი პირი იმყოფებოდა, საგანგებო რეჟიმის დროს, კი ერთდროულად 3-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება.

უწყებამ გამოძიება 2 მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ან მუქარას გულისხმობს, ხოლო 4 მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი